Paxos -ი არ დაზარალდება. Binance-თვის ყველაფერი უფრო რთულადაა
Matrixport-ის ანალიტიკის ხელმძღვანელი მარკუს ტილენი თვლის, რომ სტეიბლკოინები SEC-ის რეალური სამიზნე არ არის. Paxos -ის წინააღმდეგ ბრალდება ირიბია. დარტყმა დაიგეგმა Binance-ზე, რომელიც კლიენტის სახსრებს, საკუთარი ტოკენების გირაოსთან ერთად იმავე საფულეში ინახავდა.
წესების თანახმად, ბირჟის კორპორაციული აქტივები უნდა იყოს განცალკევებულ ანგარიშებზე და მათი, რეზერვების მტკიცებულებად ჩათვლა არ შეიძლება.
ანუ, Binance-ს არ შეუძლია დაადასტუროს თავისი BUSD რეზერვები. Paxos Trust Company, რომელიც ბირჟის სტეიბლკოინის ერთადერთი ემიტენტია, ამ შემთხვევაში მოწმეა და არა მოპასუხე.
ნუთუ CZ იმავე ხაფანგში გაეხვა, როგორც ხუჭუჭა სემი, რომელსაც კლიენტების საფულე თავის საფულეში აერია? რთული დასაჯერებელია. ასევე არსებობს იმედი, რომ მას ბუღალტერიის მხრივ ყველაფერი ბევრად უკეთესად ჰქონდა.
NFT-ისთვის სურათის გადაღება აკრძალულია!
როგორც ჩანს, საფულიდან აქტივების მოპარვის ახალი სახეობა გაჩნდა - ბალანსის ეკრანისთვის სურათის გადაღებით. ადამიანი, რომელმაც თავის თავს ინვესტორი უწოდა, Webaverse პროექტის დამფუძნებელს დაახლოებით $4 მილიონის ღირებულების NFT-ების მთელი კოლექცია მოჰპარა.
თაღლითის თქმით, პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ის უნდა დარწმუნებულიყო, რომ NFT-ები ნამდვილად არსებობდა.
დაზარალებული ამტკიცებს, რომ თაღლითს მხოლოდ Trust Wallet-ის ბალანსის ინტერფეისი აჩვენა. არც seed-ფრაზა, არც პირადი გასაღები არ გადაუცია. ქურდმა ეკრანი "ანგარიშისთვის" გადაიღო და მოსაწევად გავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბალანსი დაცარიელდა, პოტენციური პარტნიორი კი აღარ დაბრუნებულა.
უჩვეულო ისტორიას Etherscan ადასტურებს.
მაგრამ უცნაურია, რომ ძარცვა 26 ნოემბერს მოხდა, ინფორმაცია ამის შესახებ კი მხოლოდ ახლა ვრცელდება. ჰქონდა თუ არა მსხვერპლს იმედი, რომ თვალებს გაახელდა და დაინახავდა, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო?