კრიპტომთვარეულებზე რა ხდება?
LUNC საზოგადოება ატარებს კენჭისყრას, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ. სახელდობრ: განიხილება წინადადება სტეიბლქოინ USTC-ის 1 დოლართან განმეორებით მიბმასთან დაკავშირებით.
უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია. ამ ფონზე, USTC 60%-ით გაიზარდა სულ რაღაც 10 საათში, ხოლო შიდა LUNC ტოკენი, რომელიც ეს-ეს არის მას წამოეწევა, უკვე გაიზარდა 20%-ით.
ჰო, რატომ მხოლოდ 1$, ბიჭებო? 10-15$ უფრო მომგებიანი იქნება, აბა, დაფიქრდით! „მთვარეულ“ ბაზარზე მხოლოდ თქვენ ხართ, ასე რომ, დაინტერესებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგექმნებათ.
ალამედა ტოკენების ETH–სა და BTC–ში გადაცვლაში გამოიჭირეს!
როგორც კი სემ ბენკმენ ფრიდი 250 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს,თითქმის მაშინვე საფულეზე მოძრაობა დაიწყო. გარდა ამისა, ინტერნეტში მუდმივად ვრცელდება ჭორები, რომ ის ამჟამად არა მშობლების სახლშია ფეხზე ელექტრონული სამაჯურით, არამედ სადღაც ალამედას ოფისში.
საზოგადოება მივიდა დასკვნამდე, რომ ხუჭუჭა სემი თავხედურ გაქცევას გეგმავს და მარეგულირებლების მოსასყიდად კრიპტოვალუტას აგროვებს. გარდა ამისა, კომპანიის საფულეების მსგავსი დაცლა მაშინ დაფიქსირდა, როდესაც Terra-ს აღმასრულებელი დირექტორი დო კვონი გაუჩინარდა (ხო,მართლა, სად არის ახლა დო კვონი?)
და აი რიტორიკული კითხვაც: რატომ დააყადაღეს მარეგულირებლებმა FTX-ის ანგარიშები და არა Alameda-სი? ყველა ხედავს, რომ ეს ორი კომპანია ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რადგან ორივეს ერთი და იგივე ადამიანი მართავდა (უფრო სწორად, ასამარებდა).